ეროვნული გამოცდები 2022

41 000-მდე აბიტურიენტი სტუდენტის სტატუსისთვის იბრძვის.

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. მთავარი სიახლეა ის, რომ მესამე სავალდებულო არჩევითი საგნების ჩამონათვალი გაფართოვდა. პირველი გამოცდა აბიტურიენტებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ორ სესიად ჩააბარეს. ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ 22 საგამოცდო ცენტრში პროცესმა მშვიდად ჩაიარა. წინა წლებისგან გასხვავებით, საგამოცდო სივრცეში კოვიდ-რეგულაციები ამჯერად აღარ მოქმედებს.