ეროვნული გამოცდები - 2021

ქუთაისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. ნუნუ მიცკევიჩმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ რთული სასწავლო წლის მიუხედავად, სასურველ უნივერსიტეტში ჩაბარებას თითოეული მათგანი წარმატებით შეძლებს.

მისივე თქმით, 2021 წელს დამატებითი საგამოცდო სესიები ჩატარდება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კოვიდინფექციის გამო, გამოცდაზე ვერ მივიდნენ.