საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო სანქციების რეჟიმის შესრულების წესი დაამტკიცა. წესი რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების რეჟიმს უკავშირდება. რეგულაციის მიხედვით, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სხვა ორგანიზაციები ვალდებული არიან შეიმუშაონ და დანერგონ შიდა კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები.