ეროვნული ბანკი მოქალაქეების საბანკო ვალდებულებებზე და შემოსავლებზე ინფორმაციას ავტომატურ რეჟიმში მიიღებს. ამ მიზნით სებ-ი საკრედიტო რეესტრს ქმნის.
კომერციული ბანკები ვალდებულები იქნებიან, რომ კლიენტებთან განახლებული მონაცემები ცენტრალურ ბანკს ყოველთვიურად მიაწოდონ. გადაწყვეტილების მიზეზად მსოფლიო ბანკის რეკომენდაცია სახელდება. კრედიტორთა მონაცემებთან წვდომა ეროვნულ ბანკს მანამდეც ჰქონდა, თუმცა ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე, რაც მომავალში გამარტივდება.
ახალ ვალდებულებას ბანკები და ეკონომისტები ნეგატიურად ხვდებიან და სესხების გაძვირებას არ გამორიცხავენ.