საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია. მანამდე კი კანდიდატებთან დაკავშირებით იმსჯელეს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები სხდომას არ ესწრებოდნენ, კენჭისყრა შედგა და კომიტეტის წევრებმა მათ მხარი არ დაუჭირეს. ამასთან, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნული კანდიდატების უკან გაწვევა სურდათ ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებამდე.