ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა 

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 %-ით, 10,5 %-მდე გაზარდა.ეს კი ავტომატურად 170 ათასი მოქალაქისთვის სესხის გაძვირებას გულისხმობს. საუბარია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ კრედიტებზე. ქვეყნის ცენტრალურ ბანკში გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის მაჩვენებლით ხსნიან. ამასთან, მარეგულირებელში პროგნოზირებენ, რომ ინფლაცია დეკემბერში და იანვარ-თებერვალშიც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ხოლო მომავალი წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივად შემცირებას დაიწყებს, რასაც სწორედ გამკაცრებულმა მონეტარულმა პოლიტიკამ უნდა შეუწყოს ხელი. კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა, მომდევნო წლის 2 თებერვალს ჩატარდება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამ და ყველა მის მეირ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, საკმაოდ მწვავე შეკითხვების მოსმენა უხდება ამ წუთებში პარლამენტში, სადაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2022-2024 წლების ფულად საკრედიტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე მსჯელობენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტთან მიმართებაში პოლიტიკური სპექტრი საკმაოდ კრიტიკულია.

შალვა სუმბაძე ესწრება სხდომას.