ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინტერპელაცია

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგება. ნათია თურნავა პარტია „მოქალაქეებმა“ დაიბარეს, თუმცა, მოთხოვნას კიდევ ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს. ოპოზიცია პასუხს ელის „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერების მიერ აღებულ სესხებთან დაკავშირებით. გუშინ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც 2023 წლიდან არის დაწესებული.

გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც ირაკლი კობახიძე, ნათია თურნავა და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ესწრებოდნენ.