საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურების ტენდენციებს ეხმაურება. კობა გვენეტაძის თქმით, ლარის კურსზე გავლენა ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა მოახდინეს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უწყების მთავარი ამოცანა ინფლაციის საკითხია და ლარის კურსისთვის კონკრეტული ნიშნული განსაზღვრული არ არის.
როგორც კობა გვენეტაძე ამბობს, ზომების მიღების საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი აუცილებლად გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს.