ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ახალი რეგულაციების გადავადებას გამორიცხავს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საბანკო სექტორისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების გადავადებას გამორიცხავს.
საუბარია პასუხისმგებლიან დაკრედიტებაზე, რომლის მიხედვითაც, შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე სესხი არ გაიცემა.
პროცესის გადავადებას საბანკო სექტორი ითხოვდა. ასევე გაჩნდა ვარაუდები, რომ ახალი რეგულაციები ე.წ. მევახშეების გააქტიურებას გამოიწვევს. გვენეტაძე ამ რისკებს სახიფათოდ არ მიიჩნევს და ამბობს, რომ ახალი წესები საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება.