დღეს ერთი დოლარის ღირებულება 2.71 ლარს ოდნავ აღემატება

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს ერთი დოლარის ღირებულება ორ ლარსა და 71 თეთრს ოდნავ აღემატება. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი ერთი დოლარის შეძენა 2 ლარად და 70 და 71 თეთრად არის შესაძლებელი.

რამდენიმედღიანი მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო და უკვე ორი დღეა, სტაბილურ ნიშნულზეა გაჩერებული. აღსანიშნავია, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შესავსებად სავალუტო აუქციონზე ათი მილიონი დოლარი შეისყიდა, რაც დოლარის გამყარებას შეანელებს.

ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ქვეყანაში მცურავი გაცვლითი კურსი მოქმედებს, რასაც მოკლევადიან პერიოდში მერყეობა ახასიათებს.