საქართველოს ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განხორციელებული საზედამხედველო ღონისძიებების დეტალებს არ აკონკრეტებს. მათი განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები, როგორც ამ კონკრეტულ, ასევე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის საჯარო. ამასთან, ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ „თიბისი ბანკი“ ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივსა და ლიმიტს.