ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე ისევ მაღალია.
ამიტომ ეროვნულმა ბანკმა დეკემბერში 9 %-მდე გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთი არ დაწია და უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ეკონომისტების ერთი ნაწილი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე გაზრდილი ინფლაციის შემცირებას წლის დასაწყისშივე ელოდებოდა.