ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

ათი ათასობით მოქალაქეს სესხზე პროცენტის გადასახადი გაეზარდა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთა კრედიტი რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

ბოლო ორ თვეში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უკვე მესამედ გაზარდა და ამჯერად ის 8.5%-ს შეადგენს. ამ გზით ცენტრალური ბანკი ინფლაციის შეჩერებას ცდილობს, თუმცა გადაწყვეტილებას აქვს უარყოფითი ეფექტებიც.

სესხების გაძვირების გარდა არსებობს ეკონომიკური ზრდის შენელების საფრთხეც.

სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა, მოსალოდნელია თუ არა ეროვნული ბანკის დღევანდელი ნაბიჯის შემდეგ ლარის კურსის გამყარება.