სავალუტო ბაზარზე რყევები გრძელდება. ბოლო 24 საათში ლარი ისევ გაუფასურდა. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკი ინტერვენციას რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას ამჯობინებს. ბოლო ერთ თვეში უკვე მეორედ ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. ამჯერად განაკვეთი კიდევ 0.5%-ით, ანუ 7.5%-მდე გაზარდა. ამ გადაწყვეტილებით ეროვნული ბანკი ინფლაციის ზრდის შეჩერებას ცდილობს. სებში-ც ადასტურებენ, რომ გაცვლითი კურსის რყევა სამომხმარებლო ფასებზე მნიშვნელოვნად აისახება და ახლა ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივზე მაღალია.
რა პოზიტიური და ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს რეფინანსირების განაკვეთის კიდევ ერთხელ გაზრდას. ამ კითხვით მარიამ ბერძენიშვილმა დღეს ეკონომისტებს მიმართა.