ფასების ზრდის მიუხედავად, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის შესაჩერებლად საჭირო ზომა ამჯერად არ გამოიყენა.
წლის განმავლობაში რამდენჯერმე მომატებული რეფინანსირების განაკვეთი დღეს უცვლელად დატოვეს. რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები მოქალაქეებს აღარ გაუძვირდათ. ცენტრალური ბანკის ამ ნაბიჯს არ აპროტესტებენ ეკონომისტები იმ არგუმენტით, რომ მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება ეკონომიკურ აქტივობას ანელებს. თუმცა, შესაძლოა დღეს მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედოს. ეროვნული ბანკი მოვლენების განვითარების შესაბამისად რიგგარეშე სხდომის მოწვევას არ გამორიცხავს.