რატომ ინარჩუნებს ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და რა კეთდება სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების რეკორდული ზრდის შესაჩერებლად, – ეს იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც კობა გვენეტაძემ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, ინფლაციაზე გავლენას გლობალური შოკები და კრიზისი ახდენს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიზანი კი სწორედ მაღალი ინფლაციის შეჩერებაა. ეროვნული ბანკის პროგნოზით საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ 3 %-იან ნიშნულს 2023 წლის მეორე ნახევრისთვის დაუბრუნდება. კანონმდებლების კითხვები ასევე შეეხებოდა ლარის კურსის ცვალებადობას, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების ფუნქცია-მოვალეობების გამიჯვნას და ხელფასების საკითხს.