ეროვნული ბანკი დღეს 40 მილიონ დოლარს გაყიდის. სავალუტო ინტერვენცია უწყებამ გუშინ დაანონსა. ეროვნული ბანკის შეფასებით, გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლოა, ფასების სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას.
საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, დღეს, ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 97 თეთრი ღირს, თუმცა ეროვნული ბანკის განცხადების შემდეგ, კურსმა სავალუტო ჯიხურებში რამდენიმე პუნქტით დაიწია.