დიდი ალბათობით 2024 წლიდან მიმოქცევაში ციფრული ლარი ჩაეშვება.
რამდენიმე თვეში გაირკვევა, რომელი კომპანია გაუწევს ეროვნულ ბანკს ახალი ტექნოლოგიის დანერგვაში დახმარებას. განაცხადების მიღება დასრულდა, ცენტრალური ბანკი ახლა შვიდი კომპანიის წინადადებებს და შეთავაზებებს სწავლობს. სპეციალისტების შეფასებით, ციფრული ფული, რომლის დანერგვა ცალკეულ ქვეყნებში უკვე დაწყებულია, სარგებელთან და სხვადასხვა უპირატესობასთან ერთად გარკვეულ რისკებსაც შეიცავს. ლარის ციფრული ვერსიის შექმნა ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით და ციფრულ ეკონომიკაზე უკეთ მორგების აუცილებლობით აიხსნება.
მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რა განასხვავებს ვირტუალურ ვალუტას ქაღალდის ფულისგან და როგორ შეძლებენ მოქალაქეები მის გამოყენებას.