საქართველოში მე-19 საუკუნის ბოლოს ჩამოსული ბერძნების ცხოვრების ამსახველი მასალები ერთ წიგნად გაერთიანდა.
არქივში დაცული და დღემდე უცნობი ხელნაწერი დოკუმენტები დეტალურად აღწერს დროებით თუ მუდმივად დასახლებული ეთნიკური ბერძნების ყოფას, მათ წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს, სამეწარმეო საქმიანობას და ქართველებთან ურთიერთობას. წიგნს უნიკალური ფოტოებიც ერთვის.
გამოცემაში არაერთი ისტორიაა იმის შესახებ თუ როგორ იბრძოდნენ ბერძნები საქართველოში დიასპორის გაძლიერებისთვის და იდენტობის შენარჩუნებისთვის.
ეროვნულ არქივში წიგნის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.