ეროვნული არქივი მასპინძლობს გამოფენას “ფოტოდღიურები მე 20 საუკუნის 90 – იანი წლები”. გამოფენაზე წარმოდგენილია ” საქინფორმის” ფოტოკოლექციის ექსპონატები, რომელიც 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისს ასახავს.
სამოქალაქო პროტესტებიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, შეიარაღებული ამბოხიდან სამოქალაქო ომამდე. – ამ ეპოქის მოვლენები ფოტოებში შემოინახეს საზოგადოებისთვის ხშირად უცნობმა ფოტოგრაფებმა. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში 23 ივნისამდე დარჩება.