ეროვნული არქივი გამოფენას მასპინძლობს

ეროვნული არქივი მასპინძლობს გამოფენას  “ფოტოდღიურები მე 20 საუკუნის 90 – იანი წლები”. გამოფენაზე  წარმოდგენილია ” საქინფორმის” ფოტოკოლექციის ექსპონატები, რომელიც 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისს ასახავს.

სამოქალაქო პროტესტებიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე,  შეიარაღებული ამბოხიდან სამოქალაქო ომამდე. – ამ ეპოქის მოვლენები ფოტოებში შემოინახეს საზოგადოებისთვის  ხშირად უცნობმა ფოტოგრაფებმა. ექსპოზიცია საგამოფენო სივრცეში 23 ივნისამდე დარჩება.