საქართველოს კულტურული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტუროპერატორები მოგზაურებს ფოლკლორულ ტურებს შესთავაზებენ. საკითხთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სექტორთან ერთად, „ერისიონის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მაია ომიაძე და ტუროპერატორები ანსამბლის განახლებულ პროგრამას გაეცნენ.