ერგნეთის მოლაპარაკებები

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა იმართება. განხილვის მთავარი საკითხი ზაზა გახელაძისა და საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლება იქნება. ამ დროისთვის ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს ოთხი მოქალაქე იმყოფება. ამასთან, საუბარი იქნება ჰუმანიტარულ თემებზე, რომელიც, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, მწვავე პრობლემაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის.

მოამბე