გამოფენები, პრეზენტაცია, შემეცნებით-სპორტული ღონისძიებები – თელავში ერეკლეობას აღნიშნავენ. სახალხო დღესასწაულისთვის მრავალფეროვანი პროგრამა მომზადდა. ერეკლე მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ტრადიციულ დღესასწაულზე დასახელდნენ საპატიო თელაველებიც.
სახალხო დღესასწაული აღნიშვნა თელავში დილიდან დაიწყო. მეფის სასახლის ტერიტორიაზე მოწყობილი სივრცეები ყველა თაობის სტუმარზე იყო გათვლილი. ერეკლე მეორის დაბადებიდან 304-ე წლისთავი გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.