დღეს თელავში სახალხო დღესასწაული ერეკლეობა, იგივე თელავ-ქალაქობა აღინიშნება. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება, ხოლო მეფის სასახლეში გაიმართება სამეფო ოჯახის მიერ ერეკლე მეორეს ორდენის გადაცემის ცერემონია და მეფე ერეკლეს წიგნის პრეზენტაცია. სასახლის ტერიტორიაზე დაგეგმილია სპორტული აქტივობები, ხოლო ცენტრალურ მოედანზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში დახვდებათ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საგამოფენო ისტორიული პავილიონები, გასართობ-შემეცნებითი აქტივობები, კულინარიული კუთხეები და ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი. დღის ბოლოს ტრადიციულად, დასახელდებიან საპატიო თელაველები.