თბილისის საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განმარტებები უხეში ფორმით გამოხატა, თუმცა დღესაც მიაჩნია, რომ ჩვენზე ძლიერ ქვეყანას, რუსეთს ასეთი ტონით არ უნდა ვესაუბროთ. მისივე შეფასებით, ამას საერთაშორისო თანამეგობრობაც მოგვიწოდებს. რაც შეეხება საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას, ერეკლე კიხიანიძე ამ ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს. მისი შეფასებით, ოპონენტებთან ბრძოლას, სწორედ საკრებულოდან გეგმავს.