თურქეთის პრეზიდენტმა ქართველი მაშველები დააჯილდოვა. მათ „უმაღლესი თავდადების ორდენი“ მიწისძვრის სალიკვიდაციო სამაშველო ოპერაციების შესრულებისთვის გადაეცათ. ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მაშველებს მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა და ჯამში 200-მდე მაშველმა სამაშველო მისია 18 დღის განმავლობაში შეასრულა.