შეხვედრა 15-წლიანი პაუზის შემდეგ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი თურქეთში ჩადის. ერდოღანთან შეხვედრა 28 ივლისს იგეგმება. დღის წესრიგის თემებს შორისაა თურქეთის გავლით ბუნებრივი აირის ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდება. მრავალწლიანი დაძაბულობის და დიპლომატიური ურთიერთობის დროებით გაწყვეტის ფონზე აუდიენცია განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, რის გამოც მსოფლიო ლიდერები ორი ქვეყნის პირველი პირის აუდიენციას დიდი ინტერესით ელოდებიან.
ნეთანიაჰუს სტუმრობამდე თურქეთის პრეზიდენტი პალესტინის ლიდერს მიიღებს.