მოსკოვს მსოფლიო ლიდერები დარღვეულ საერთაშორისო შეთანხმებებს ახსენებენ.
ყირიმის ანექსიიდან ექვსი წელი გავიდა. 2014 წლის თებერვალში დაწყებული აქციები ნახევარკუნძულის სამხედრო ძალით მიტაცებით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ არალეგიტიმურად გამოცხადებული რეფერენდუმით დასრულდა. ექვსი წლის წინ განვითარებული მოვლენების გამო რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა ყოველდღიურად მწვავდება. ძალაში რჩება სანქციებიც. ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება და ექსპერტები ღიად მიანიშნებდნენ, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე სწორედ უკრაინა იქნებოდა.