ექვსი წელი პარტია “ქართული ოცნების” დაფუძნებიდან - განვლილი პერიოდის შეჯამება და სამომავლო გეგმები
პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” დაფუძნებიდან ექვსი წელი გავიდა. ეს თარიღი პარტიის ლიდერებმა და წევრებმა ამბროლაურში რეგიონულ კონფერენციაზე აღნიშნეს. კონფერენციაზე მონაწილეებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა მიმართა, რომელმაც მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, ახალ პროექტებზე, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე და სიღარიბის დაძლევაზე ისაუბრა.
განვლილი პერიოდი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე გაამახვილეს ყურადღება თბილისის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ეკონომიკის გაძლიერება დაასახელა.