ექთანთა სპეციალიზაციის პროგრამები

საქართველოში პირველად ექთანთა სპეციალიზაციის პროგრამები ამოქმედდა. ის „ჯეო ჰოსპიტალსისა“ და USAID-ის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ახალი პროგრამის პრეზენტაცია მარნეულში შედგა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების, საექთნო პროფესიული სასწავლებლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. პროგრამა პოლონურ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატში მომზადდა. „ჯეო ჰოსპიტალსის“ საექთნო სასწავლო ცენტრის ბაზაზე ექთანთა სწავლება უახლოეს მომავალში დაიწყება და მასში არა მხოლოდ ქსელის პერსონალი, არამედ რეგიონის სხვა სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო პროგრამების მიმწოდებელი კოლეჯების კურსდამთავრებულებიც ჩაერთვებიან. ექთნები შეძლებენ, შეიძინონ სამი ახალი საექთნო სპეციალობა: პედიატრიის ექთანი, ინტენსიური (კრიტიკული) მოვლის ექთანი და ქირურგიის ექთანი.