ახალი მოლეკულური ლაბორატორია

კახეთის რეგიონში პირველი თანამედროვე სტანდარტების მოლეკულური ლაბორატორია გაიხნა, რომელიც 300-მდე ბიოლოგიური მასალის კვლევის შედეგების პასუხს ადრესატს 24 საათში მიაწვდის. აღნიშნული ლაბორატორია საგარეჯოში შპს „ჯეო-ჰოსპიტალსის“ ბაზაზე მოეწყო. ლაბორატორიის ამოქმედებასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ბიოლოგიური მასალის ტრანსპორტირება ქვეყნის მასშტაბით, ცივი ჯაჭვის პრინციპის დაცვით. ახლად გახსნილი ლაბორატორია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.