ექსპორტის მაჩვენებლები

საქართველოდან ექსპორტი 16 პროცენტით, ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე გაიზარდა. ასეთია საქსტატის ბოლო ექვსი თვის მონაცემები. მატება ძირითადად ქვეყნიდან გაყვანილი ავტომობილების ხარჯზე ფიქსირდება. რაც შეეხება წმინდა ექსპორტს, აქ გასულ წელთან შედარებით 22-პროცენტიანი კლებაა. სპეციალისტების შეფასებით, ერთ-ერთი მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია, რაც ძირითად საექსპორტო პროდუქტზე ფეროშენადნობებზე, მოთხოვნას ამცირებს. სპილენძის მადნების, ფეროშენადნობებისა და აზოტოვანი სასუქების ექსპორტის კლების ფონზე, გაზრდილია ქვეყნიდან სარეალიზაციო გატანილი ღვინის რაოდენობა. მატება შეინიშნება სხვა ალკოჰოლური სასმელების, ასევე მტკნარი წყლისა და ელექტროენერგიის ექსპორტშიც.

რა უნდა გაკეთდეს წმინდა ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის – დარგის ექსპერტების მთავარი რეკომენდაცია ბაზრების დივერსიფიცირებაა.