ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პირველი დიპლომატი საქართველოშია.
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მყოფ ქვეყანაში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. იან ლიპავსკისთან შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო პუნქტების განხილვაა. ამ საკითხზე საუბრობს მაღალი რანგის სტუმარი „მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუშიც. ჩეხეთის პირველი დიპლომატი რეკომენდაციების შესრულების პროცესში პროგრესს ხედავს, თუმცა მეტ აქტიურობას ელოდება დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის მიმართულებით – საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას ევროკომისიის პუნქტების გარშემო ერთად მუშაობისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ ამჯერად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოუწოდებს და ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანას სრულ მხარდაჭერას ჰპირდება. უკრაინის ომის კონტექსტში მისი მხრიდან მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა რუსეთიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე და დეოკუპაციაზე საუბრის დროსაც.
ლევან ახალაიამ ჩაწერა ინტერვიუ თბილისში მყოფ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.