ექნება თუ არა სირიაში განვითარებულ გლობალურ ძვრებს გავლენა საქართველოზე
დადებითად აფასებს სირიაში მიმდინარე მოვლენებს ოფიციალური თბილისი და დასავლური სახელმწიფოების მიერ განხორციელებულ იერიშს საჭირო ნაბიჯად მიიჩნევს. დღეს შეფასებებისას პოლიტიკოსები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ დასავლელი პარტნიორების პოზიციაზე არიან და, შესაბამისად, საქართველოს საგარეო ვექტორი უცვლელი რჩება. უშიშროების საბჭოში, პრზიდენტის დავალებით, თემაზე მალე კონსულტაციებიც იგეგმება.
ექნება თუ არა სირიაში განვითარებულ გლობალურ ძვრებს გავლენა საქართველოზე? ეს კითხვა დღეს “მოამბემ”ანალიტიკურ წრეებთან დასვა, სადაც მიიჩნევენ, რომ საქართველომ, დასავლეთთან შეთანხმებით, სინქრონულად უნდა იმოქმედოს. დღეს აქ აღნიშნავდნენ იმასაც, რომ რუსეთისა და სირიის პოზიციები შესუსტებულია, მათი ვარაუდით, ეს მხარეები კონფლიქტის გაჭიანურებას გააგრძელებენ.