თავდასხმა ირანის საკონსულოზე

სირიის ხელისუფლების ცნობით, ისრაელის მიერ დამასკოზე მიტანილი ავიაიერიშის შედეგად, განადგურებულია ირანის საკონსულოს შენობა. დაიღუპა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შვიდი წევრი. მათ შორის ორი გენერალია. სირიის მედია წერს, რომ ისრაელის ავიაგამანადგურებელმა ირანის საკონსულოზე დარტყმები გოლანის მაღლობების მხრიდან მიიტანა. სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს რაკეტების ნაწილის ჩამოგდება, თუმცა რამდენიმე რაკეტამ მაინც მიაღწია მიზანს და მთელი შენობა გაანადგურა.