ექიმების განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილება და დაგვიანებული ხელფასები, – ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც პროფესიული კავშირების კულტურის ცენტრში მედიკოსები და დარგის ექსპერტები შეიკრიბნენ. მათი ნაწილი დადგენილებაზე გარკვეული დროით მორატორიუმის შემოღებას და დარგის სპეციალისტებსა და სამინისტროს შორის დისკუსიის გაგრძელებას მოითხოვს. როგორც მედიკოსები აცხადებენ, სამინისტრომ ჯერ დადგენილება მიიღო და შემდგომ დაიწყო მსჯელობა, რაც არასწორია. ექიმები ვარაუდობენ, რომ ხელფასების დაგვიანებამ შესაძლოა კადრების შემცირებაც გამოიწვიოს, რაც პირდაპირ აისახება პაციენტების მომსახურების ხარისხზე.

მედიკოსებმა დღესვე კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სოლიდარობა ოკუპირებული რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელსაც 1 წლით და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა.