საქართველოში ეპიდვითარება უარესდება – მნიშვნელოვნად მოიმატა კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებულმა შემთხვევებმა. მონაცემები განსაკუთრებულად გაზრდილია ბოლო დღეებში.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, პარალელურად, ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს ა ტიპის გრიპის ვირუსი. მედიკოსები ინფექციების შემთხვევების მატების პიკს თებერვალ-მარტში ელოდებიან.