„კოვიდ-19“-ის ექვსი ახალი შემთხვევა დადასტურდა გორის მუნიციპალიტეტში.
აქედან ორი „ჯიპისის“ აფთიაქის ინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტია. ოთხი ინფიცირებულის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. მათი ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. ინფიცირებულთა შორის გორის მე-3 საჯარო სკოლის ერთი მოსწავლეა. კლასი სწავლების ონლაინ-რეჟიმზე გადავა.