გართულდა ეპიდ-ვითარება დედაქალაქში.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი – 297 თბილისში გამოვლინდა. ასევე თბილისში გარდაიცვალა სამი პაციენტი. მედიკოსების თქმით, კრიტიკულად მძიმედ ითვლება 10 პაციენტი. კორონავირუსისგან 292 პაციენტი გამოჯანმრთელდა და განკურნებულების საერთო რაოდენობა არის 7 159. ოფიციალურად დადასტურებულია კორონავირუსის 13 521 შემთხვევა.