მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყო მესტიაში. ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული 146 ნიმუშიდან კი, ყველა უარყოფითია. მუნიციპალიტეტში იმყოფება საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოების პრეზიდენტი, ის ადგილზე გაეცნო კორონავირუსთან დაკავშირებულ ვითარებას და ადგილობრივების საჭიროებებს. ლიკა ალელიშვილი ჩაკეტილი მესტიიდან.