„მოამბის“ ჟურნალისტი დიდი ალბათობით კორონავირუსით რე-ინფიცირებულთა სიაშია.
მარიკა შალიკაშვილი „კოვიდ-19“-ით ჩინური „სინოფარმის“ პირველი დოზის მიღებიდან დაახლოებით სამ კვირაში დაინფიცირდა. სწრაფმა ტესტმა და პისიარ-კვლევამ დადებითი პასუხი ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან რამდენიმე საათში აჩვენა. ამ შემთხვევის შემდეგ კიდევ ერთხელ აქტიურდება კითხვა – რამდენად ეფექტურად იცავს ვაქცინა ინფიცირებისგან.
ეპიდემიოლოგები იმუნიზაციის დროს დაინფიცირებას არ გამორიცხავენ, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ვაქცინის მთავარი მიზანი გართულებებისგან თავდაცვაა. ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლების შედარებით კლების მიუხედავად, საქართველოში სიკვდილიანობის ყოველდღიური მონაცემები საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ზაფხულის შუა პერიოდიდან ვარაუდობს. ამ პერიოდისთვის ქვეყანა ჩინური „სინოფარმის“ გარდა „ფაიზერის“, „ნოვავაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ მარაგებს ელოდება.