საქართველოში შესაძლოა კორონავირუსის უკვე მეოთხე მუტირებული შტამი გამოვლინდეს.
ე.წ. ბრიტანული და ინდური სახეობების შემდეგ, ამჯერად საუბარია სამხრეთ აფრიკულ შტამზე, რომლის საეჭვო შემთხვევას დაავადებათა კონტროლის ცენტრში უკვე სწავლობენ. „კოვიდ-19“-ის სხვადასხვა და სწრაფი გადადებით გამორჩეული ფორმების გავრცელების ფონზე კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ვაქცინებზე დროული ხელმისწავდომობა და სწრაფი იმუნიზაცია. საქართველომ ვაქცინების მარაგების შევსებაში დახმარება დღეს ევროკავშირს სთხოვა. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონკრეტულ ქვეყნებთან და მწარმოებლებთან. ამ მომენტისთვის საქართველოში მხოლოდ ჩინური „სინოვაკი“ და 43 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფისთვის დაშვებული „ასტრაზენეკაა“ ხელმისაწვდომი.