ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა.
წინა დღეებთან შედარებით, ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა ისევ მოიმატა. შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე ეპიდემიოლოგები მოსახლეობას კიდევ უფრო მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო ორი კვირა, რომელმაც კომენდანტის საათის და კაფე-რესტორნებისთვის რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქების პირველი შედეგები უნდა აჩვენოს. აშშ მზადაა, ივნისის ბოლოს სხვადასხვა ქვეყანას ჯამში 80 მილიონი ვაქცინა გადაუნაწილოს. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ არ იციან, დღეს დაანონსებული მოცულობიდან რა წილი შეხვდება საქართველოს. ამ დროისთვის ქვეყანაში „სინოფარმის“ დოზები ამოწურულია, ხელმისაწვდომია მხოლოდ „ასტრაზენეკა“, ისიც 45 წელს ზემოთ პირებისთვის.