გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში ახალი კორონავირუსი კიდევ 30 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ლეტალობის შემთხვევები მატულობს. გამოვლინდა ინფიცირების 1 562 ახალი შემთხვევა. დღეს იმუნიზაციის საბჭომ საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოვაკის“ გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. ვაქცინაციის პროცესში პრეპარატი მომავალი კვირიდან ჩაერთვება.