საქართველოში „კოვიდ-19“-ს ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება.
გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები კიდევ 17 ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა. საერთო ჯამში კი პანდემიის დაწყებიდან საქართველოში „კოვიდ-19“ უკვე 4 060 ადამიანის სიკვდილის მიზეზია. დღე ღამეში გამოვლინდა ინფიცირების 1600-მდე შემთხვევა. დღიური დადებითი მაჩვენებელი 5.76 %-ია.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების ფონზე გააქტიურდება თუ არა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი, – თამარ ნადარეიშვილი დეტალებით