ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

კოვიდ-ინფიცირებულთა სტატისტიკური მონაცემები იზრდება.

გასული 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები კიდევ 18 მოქალაქის დაღუპვის მიზეზი გახდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი უკვე 4043 ადამიანს შეადგენს. გასული ორი კვირის განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგებში დადებითი მაჩვენებელი აცდენილია 4 %-ან ნიშნულს. ამ ფონზე საკოორდინაციო საბჭო ახალ რეგულაციებს იღებს. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის საათები მცირდება. გაურკვეველი ვადით იკრძალება სასაფლაოებზე გასვლა. სადღესასწაულო დღეებში, რომელიც უქმე დღეებად გამოცხადდა, არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.