კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლები არ იკლებს.
32 000-მდე ტესტიდან დადებითი პასუხი 1 077 შემთხვევაში მიიღეს. საკმაოდ გაზრდილია ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა. ამ მომენტისთვის კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 2 720 ადამიანი მკურნალობს. საქართველოში ამ ეტაპზე მხოლოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაა ხელმისაწვდომი, ისიც 55 წელს ზემოთ პირებისთვის. გადაწყდა, რომ ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას არ დაელოდება და ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენებას მაისის დასაწყისში დაიწყებს. სავარაუდოდ, ამ ვაქცინის 100 000 დოზას 60 წელს ქვემოთ ჯგუფებში გამოიყენებენ.