წერტილოვანი შეზღუდვები დაიწყო.
ზომები მკაცრდება კასპის რაიონის სამ სოფელში და ლანჩხუთის და ოზურგეთის რაიონებში. კასპში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა 91-კაციანი კლასტერი გაჩნდა, საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. დაწყებულია ადგილობრივების მასობრივი ტესტირება, მოსახლეობას ტესტავენ გურიაშიც, სადაც ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა ფოთის საწარმო „აჭარა ტექსტილის“ 50-კაციან კლასტერს უკავშირდება. ამ ეტაპზე ქვეყნის ჩაკეტვა, ან აღდგომის დღეებში მასშტაბური შეზღუდვები არ განიხილება, თუმცა ყველაფერი მოქალაქეების ქცევაზე და რეგულაციების დაცვაზეა დამოკიდებული. ლოკალურ ეპიდ-აფეთქებებს, რამაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გააუარესა, ეპიდემიოლოგები ხალხმრავალ სუფრებს უკავშირებენ. ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირდება რესტორნების და სარიტუალო დარბაზების დაჯარიმების მაჩვენებელი. ხვალ ქვეყანაში ახალი ვაქცინა – ჩინური „სინოფარმის“ 100 000 დოზა შემოვა, თუმცა მისი გამოყენება ორ კვირაში, ანუ ჯანმოს ავტორიზაციის შემდეგ იგეგმება.