დღეს დაფიქსირებულმა კოვიდ-მაჩვენებელმა ყოველგვარ პროგნოზს გადააჭარბა.
დღიური სტატისტიკა 5 000-ს მიუახლოვდა. 17 ნოემბერს ქვეყანას კიდევ 4 780 ინფიცირებული ჰყავს. ამ შედეგით დასრულდა 14 300 -ადამიანის ტესტირება. „ჯომოლუნგმაზე ავდივართ“, – ასე აფასებს დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ სურათს პაატა იმნაძე. თბილისი, აჭარა და იმერეთი ახლა ყველაზე მაღალი რისკის ზონებია. წინა დღეების შედარებითი კლების ფონზე ბოლო ორი დღეა ისევ მკვეთრი მატებაა, დღეს კი ნახტომისებური მატება დაფიქსირდა. საავადმყოფოების დიდი ნაწილი პაციენტებითაა სავსე, განსაკუთრებით გადატვირთულია თბილისის, ქუთაისის და ბათუმის კლინიკები. ბოლო ერთ დღეში გარდაცვლილ 37 ადამიანს შორის ერთი ექიმია.